მილოცვა პატრიარქს
აღსაყდრების 34–ე წლისთავი
პატრიარქისადმი მიძღვნილი საღამო
ფილარმოინია
გიორგი თარგამაძის რეზიუმე
პალიტრა–ტვ
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის რიგები ყოველდღიურად იზრდება. ნახეთ რამდენიმე მიზეზი –
რატომ გადაწყვიტეს ჩვენმა მხარდამჭერებმა პარტიაში გაწევრიანება

მიყვარს გიორგი თარგამაძე და მისი გუნდი!
თამუნა, 20 წლის, ხობი

რეგიონები

სიახლე

გიორგი თარგამაძე – არჩევნების გაყალბებაზე ხშირი საუბარი ოპოზიციისთვის კონტრპროდუქტიულია "ბიძინა ივანიშვილის განცხადებები წინააღმდეგობრივია", - ამის შესახებ თარგამაძემ ჟურნალისტებს ივანიშვილის იმ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა , რომელშიც "ქართული ოცნების" ლიდერი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს. "ძალიან რთულია კომენტარების გაკეთება ასეთი ტიპის განცხადებებზე, იმდენად წინააღმდეგობრივია ისინი თავისი შინაარსით", - აღნიშნა თარგამაძემ.  დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატები" მზად არიან, ვალერი გელბახიანს თავდებში ჩაუდგნენ "ქრისტიან-დემოკრატები" მზად არიან, სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ვალერი გელბახიანს თავდებში ჩაუდგნენ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარტიის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, გელბახიანის საქმეში ისეთი კონკრეტული დანაშაული, რის გამოც მისი საქართველოში ჩამოსვლა არ უნდა მოხდეს, არ არსებობს.  დაწვრილებით
ლევან ვეფხვაძე პარლამენტის მუშაობის განრიგთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს ქუთაისელების მოტყუებად აფასებს პარლამენტის "ქრისტიან-დემოკრატი" ვიცე-სპიკერი, ლევან ვეფხვაძე პარლამენტის მუშაობის განრიგთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს ქუთაისელების მოტყუებად აფასებს. დღეს მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტი ერთ კვირას საკომიტეტო მოსმენებს ატარებს, მომდევნო კვირას კი პლენარულ სხდომებს. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით კი, რომელიც შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ამოქმედდეს, დეპუტატებს ერთ კვირას როგორც პლენარული სხდომების, ისე საკომიტეტო მოსმენების ჩატარებაც შეეძლებათ.  დაწვრილებით