ქდმ საზღვარგარეთ – არის ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის საერთაშორისო სამსახურთან არსებული დიასპორებთან ურთიერთობის განყოფილება, რომელიც შეიქმნა 2011 წელს და რომლის მთავარი დანიშნულებაა საქართველოს ფარგლებს გარეთ მხცოვრებ ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, მათი პრობლემებისა და მნიშნველოვანი საკითხების გაცნობა, შესწავლა და მოგვარება. აღნიშნული სამსახური აქტიურად იმუშავებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ინტელექტუალური, პროფესიული, საზოგადოებრივი თუ ფინანსური რესურსების მობილიზაციეაზე და მათ ჩართვაზე საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგარდოებრივ ცხოვრებაში.
2011 წლის განმავლობაში ქდმ–ს დიასპორებთან ურთიერთობის სამსახური გეგმავს ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის განყოფილებების გახსნას და უფლებამოსილი წამომადგენლების დანიშვნას. ასევე დაგეგმილია ქდმ–ს ლიდერთა ვიზიტები ევროპისა სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ ქართველებთან შესახვედრად.
ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას მიაჩნია, რომ ის უნდა იცავდეს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს არა მარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. აქედან გამომდინარე, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო უფრთიერთობა და მათი პრობლემების გაზიარება საქართველოს ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის 2011 წლის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ქდმ–ს საერთაშორისო სამსახურის ინტერნეტ გვერდზე განთავსებულია სპეციალური ფორუმი, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვისაა განკუთვნილი. მოქმედებს ახალი ამბების განყოფილება, სადაც შემოგთავაზებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამოქალაეებისთვის საინტერესო სიახლეებს. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პრობლემებისა თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ქრისტიან-დემოკრატიული-მოძრაობა facebook-ზე