საერთაშორისო

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საერთაშორისო სამსახური ფუნქციონირებს პარტიის დაარსების დღიდან. მას ხელმძღვანელობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე. სამსახურის ფუნქციები მოიცავს შემდეგს: 

· პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში აქტიური მონაწილეობა;
· პარტიის თავმჯდომარის საერთაშორისო ვიზიტების ორგანიზება და დაგეგმვა;
· პარტიის სახელით საქართველოში არსებულ საელჩოეbთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობა;
· პარტიის ევროპისა და მსოფლიოს ინტერ-პარტიულ გაერთიaნებებში ინტეგრაცია;
· მოძმე და მსგავსი იდეოლოგიის პარტიებთან ურთიერთობების დამყარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება;
· პარტიის ახალგაზრდული ფრთის საერთაშoრისო სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა;
· საზღვარგარეთ და საქართველოში არსებულ ფონდებთან, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება, შესაბამისი პროექტების შეთავაზება და განხორციელება;
· საზღვარგარეთ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლების დანიშვნა, საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან (დიასპორებთან) ურთიერთობის სამსახურის ფუნქციონირებისა და ხელმძღვანელობის უზრუნვეყოფა.


მოღვაწეობა და აქტივობები

დაარსებიდან დღემდე ქრისტიან-დემოკრატებმა საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულ წარმეტებებს მიაღწიეს. მოძრაობა გახდა საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) წევრი. დაიწყო ევროპის სახალხო პარტიაში (EPP) გაწევრიანების პროცესი. მოძრაობამ მიიღო ევროპის ქრისტიანულ–პოლიტიკური მოძრაობის (ECPM) სრული წევრობის სტატუსი. ქართველმა ქრისტიან-დემოკრატებმა აღმოსავლeT ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებთან ერთად დააფუძნეს "აღმოსავლeთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატთა ასოციაცია" (EECDA). ორმხრივი ურთიერთობები დამყარდა გერმანელ, შვედ, ჰოლანდიელ და პოლონელ ქრისტიან დემოკრატებთან. ამჟამად საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ჰყავს 35 –ზე მეტი პარტნიორი პარტია.

 

ქართველმა ქრისტიან-დემოკრატებმა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატთა ასოციაციის დამფუძნებლებმა მოწვევა მიიღეს ევროპის სახალხო (ქრისტიaნ-დემოკრატიული) პარტიის ყრილობაზე პოლონეთის დედაქალაქში. ვარშავაში პარტიის თაvმჯდომარე გიორგი თარგამაძე და საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე გაემგზავრნენ. ყრილობისას შეხვედრები გაიმართა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან ვილფრედ მარტენსთან. ქართველი ქრისტიან-დემოკრტები ასევე შეხვდნენ EPP-s გენერალურ მდივანს, ანტონიო ლოპეზ-იშტურისს. დაიწყო საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ევროპის სახალხო (ქრისტიან-დემოკრატიულ) პარტიასთან დაახლოების პროცესი.


ვარშავაშივე მიიღო საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ევროპის ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის სრული წევრობის შეთავაზება. რამდენიმე თვიანი საგამოცდო პერიოდისა და ევროპის ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის ლეო ვან დუსბერგის ვიზიტის შემდეგ საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გახდა ევროპის ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის სრული წევრი. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.


ქართველ ქრისტიან-დემოკრატთა ევროპის ქრისტიან-პოლიტიკურ მოძრაობაში გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია შვეიცარიის ქალაქ ბერნში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ქრისტიან-დემოკრატთა თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე და საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე. საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მოთხოვნით, ევროპის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ.
ვარშავაშივე შედგა შეხვედრა გიორგი თარგამაძესა და საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის გენერალურ მდივან ეირიკ მოენს შორის. შეხვედრისას ქართველმა ქრისტიან-დემoკრატებმა საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირში გაწევრიანების შეთავაზება მიიღეს. სამთვიანი წინასწარი პერიოდისა და პარტიის საქმიანობის გადამოწმების შემდეგ, გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე და გიორგი რუხაძე მიიწვიეს ლონდონში საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელთ ყრილობაზე, სადაც ერთხმად გადაწყდა, რომ საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მიეღოთ დამკვირვებელ წევრად სრული წევრობის პერსპექტივით უახლოეს ლიდერთა შეხვედრაზე. 
აღმასრულებელი ყრილობისას ქრისტიან-დემოკრატი ლიდeრები შეხვდნენ ბრიტანელ კონსერვატორთა თავმჯდომარეს დევიდ კამერონს. ასევე ავსტრალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჯონ ჰოვარდს. გიორგი თარგამაძემ მადლობა გადაუხადა დევიდ კამერონს  რუსეთ-საქართველოს ომისას გამოჩენილი აქტიურობისთვის. დაიწყო ქართველი ქრისტიან-დემოკრატებსა და ბრიტანელ კონსერვატორებს შორის ორმხრივი ურთიერთობა.  
ლონდონის შეხვედრაზე მოხდა ქართველი და შვედი მოდერატების დაახლოება.  საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრობამ თანამშრომლობა დაიწყო იარლ ჰიარლმარსონის ფონდთან. 
ქრისტიან-დემოკრატთა თავმჯდომარე გიორგი თარგამაძემ და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლალიაშვილმა 2009 წლის განმავლობაში 2 ჯერ განახორციელეს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქართველი ქრისტიან-დემოკრატები შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტiსა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკურ ექსპერტებს. 
იარლ ჰიარლმანსონის ფონდის მიწვევით,  ოქტობერში ქრისტიან-დემორკატების საერთაშორისო მდივანმა გიორგი რუხაძემ მონაწილეობა მიიღო შვედეთის კუნძულ ვიცბიზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში აღმოსაველთის პარტნიორობის პროგრამის შესახებ.  ღონისძიებაში მონაწილეoბდნენ შვედეთის, უკრაინის, ლიტვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიათა ლიდერები, ექსპერტები და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები. 
2009 წელი დაგვირგვინდა ევროპის სახალხო პარტიის საწესდებო კონგრესით, რომელიც 8-10 დეკემბერს ქალაქ გერმანიის ბონში გაიმართა. ღონისძიებას გერმანელი ქრისტიან-დემოკრატები კანცლერ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით მასპინძლობდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის თითქმის ყველა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერი და ათობით ევროპული სახელმწიფოს პირველი პირები. ქართველი ქრისტიან-დემოკრატებიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გიორგი თარგამაძემ და გიორგი რუხაძემ. შეხვედრები გაიმართა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან იულია ტიმოშენკოსთან და ევროპული სახელმწიფოების სხვა ლიდერებთან. 
 
ქრისტიან დემოკრატთა ლიდერი ასევე შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ვილფრედ მატენსსა და გენერალურ მდივანს ანტონიო ლოპეს-იშტურისს. დაიწყო საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ევროპის სახალხო (ქრისტიან-დემოკრატიული) პარტიაში გაწევრიანების პროცედურა. 2010 წლის მაისში საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გახდა ევროპის სახალსო პარტიის აპლიკანტი.
 
2010 წელი იყო საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და ევროპის ბევრი ქვეყნის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების დაძმობილების წელი. 2010 წლის ივნისში საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები ვიზიტით ესტუმრნენ ჰოლანდიელ ქრისტიან-დემოკრატებს. ერთი კვირის გამნავლობაში ჰოლანდიელი ქრისტიან–დემოკრატები გამოცდილებას უზიარებდნენ ქართველ კოლეგებს.  საფუძველი დაედო ერთობლივი პროექტების განხორციელებას. 
2010 წლის ოქტომბერში პარტიის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე და საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ბრიტანელი კონსერვატორების მიწვევით ქალაქ ბირმინგემში კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრნენ. შედგა შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრ დევიდ კამერონსა და გიორგი თარგამაძეს შორის. საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გახდა ბრიტანელი კონსერვატორების პარტნიორი პარტია.
2011 წლის ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის საერთაშორისო სამსახურთან დაარსდა დიასპორებთან ურთიერთობის ბიურო, რომლის მიზანიცაა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, მათი პრობლემებისა  და მნიშნველოვანი საკითხების გაცნობა, შესწავლა და მოგვარება. აღნიშნული სამსახური აქტიურად იმუშავებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ინტელექტუალური, პროფესიული, საზოგადოებრივი თუ ფინანსური რესურსების მობილიზაციასა და მათ ჩართვაზე საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა გიორგი თარგამაძისა და გიორგი რუხაძის შეხვედრა გერმანიის ქალაქ ფრანკპურტში ქართულ დიასპორასთან. დაგეგმილია მსგავსი შეხვედრები ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, სალონიკში, კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში.

ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა facebook-ზე