
„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ დაარსდა 2008 წლის დასაწყისში. ახალდაფუძნებულმა პარტიამ მოახერხა საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება, იმავე წლის 21 მაისს მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში და ამომრჩეველთა 8, 66 პროცენტი (153 634 ხმა) მიიმხრო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, პარლამენტის წევრის მანდატი მიიღეს გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ, გიორგი ახვლედიანმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა. მაგდა ანიკაშვილმა და რატი მაისურაძემ. ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატებს“ მოგვიანებით შეემატა თამაზ კვაჭანტირაძე, რომელმაც ვაკის გამოთავისუფლებულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა.
„ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობა“ მონაწილეობდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა და პარტიამ საქართველოს მასშტაბით ხმების 11,94 პროცენტი (203 371 ხმა) მიიღო. ამ მაჩვენებლით „ქრისტიან–დემოკრატებმა“, მმართველი პარტიის შემდეგ, საუკეთესო შედეგი აჩვენეს