ბათმის საკრებულოს „ქრისტიან დემოკრატი“ წევრი ნაზი ქობულაძე უპოვართათვის უფასო თავშესაფრის არარსებობაზე საუბრობს. მისი განცხადებით იმ კატეგორიის ადამიანებისთვის ვისაც ზამთარში, ყინვისა და სიცივის პერიოდში წასასვლელი არსად აქვთ, სამწუხაროდ ქალაქში არ არსებობს არც ერთი თავშესაფარი. ისეთი ადგილი, სადაც უპოვარი და უსახლკარო ადამიანები შეძლებდნენ ღამის გათევას და სადილის მიღებას. ქალაქში არსებული ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულება, “წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის თავშესაფარი“, შარშან ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა და დაპირების მიუხედავად ალტერნატიული ჯერაც არ გახსნილა. დაწვრილებით
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე საქართველოს პრეზიდენტისგან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ახალ იდეებს არ ელის.
ამის შესახებ ვეფხვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა. დაწვრილებით
”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები ბათუმის ოფისში დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოში, ბათუმსა და ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების საკრებულოებში ქდმ-ს დეპუტატებს შეხვდნენ. პარტიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განხორციელებული სამუშაოებისა და ღონისძიებების შესახებ 2011 წლის ანგარიში წარმოადგინეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, ბათუმის და მთლიანად აჭარის პრობლემების მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანა ”ქრისტიან-დემოკრატებისთვის” ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დაწვრილებით