ქობულეთში ტურისტული სეზონის შესაძლო ჩავარდნაზე საუბრობენ „ქრისტიან-დემოკრატები“. პარტიის ლიდერი, გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები საკუთარი საცხოვრებლებიდან და სასტუმროებიდან გამოსახლების საფრთხის წინაშე არიან.
თარგამაძის თქმით, ამის მიზეზი კრედიტებია, რომლის გადახდაც მოსახლეობას უჭირს. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ კიდევ ერთი პრობლემა ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, რაც საკურორტო ზონაში დამსვენებლების ჩასვლას ხელს შეუშლის.
დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ინგა გრიგოლია " პირველი სტერეოს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ძალადობის მცდელობად აფასებს.
ინგა გრიგოლია რამდენიმე წუთის წინ მივიდა გეოფიზიკის ინსტიტუტთან, სადაც ტელეკომპანიის ოფისი მდებარეობს. მისი თქმით, "პირველი სტერეოს" გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, რადგან სადავო საკითხი, სამართლებრივი გზით უნდა გადაწყდეს და არა ძალადობრივი მეთოდებით. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი სოფელ სანიორეს მოსახლეობას შეხვდნენ.
მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეოაბს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გააცნეს, რომელსაც "ქრისტიან-დემორკატები" საქართველოს პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში წარადგენენ.
დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას სოციალურად დაუცველთა პროგრამაში არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებენ.
საქმე ეხება პროგრამის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საოჯახო დეკლარაციაში ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, უმწეოებს დახმარება მთელი სამი წლით შეუწყდებათ.
დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს სტუმრობდნენ. გარეჯში შექმნილი ვითარების შესასწავლად ადგილზე გიორგი ახვლედიანი, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია ჩავიდნენ.
მოძრაობის ლიდერები მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსს მეუფე იაკობთან, ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ილარიონთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვრამდე ფეხით ავიდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
დაწვრილებით
ევრაზიის პარტნიორობის ფონდის მთავარმა კონსულტანტმა, პერ ეკლუნდმა და ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წევრებმა დღეს პარლამენტში გამართული შეხვედრისას საარჩევნო საკითხებზე ისაუბრეს. პიერ ეკლუნდი საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს და საქართველოში ოპოზიციური პარტიების, ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
დაწვრილებით
დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ზაზა გაბუნია 12 მაისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთათვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფას ითხოვს.
დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატები" აჭარის რეგიონის მედპუნქტებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. როგორც პარტიის აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი ნიაზ ზოსიძე აცხადებს , მედპუნქტებში სპეციალისტების ნაკლებობა და არასაკმარისი სამედიცინო აპარატურაა. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, გიორგი თარგამაძე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ დაძაბულ მდგომარეობას გამოეხმაურა.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სასულიერო და ისტორიულ-კულტურული დანიშნულების ნაგებობები წლების განმავლობაში დისკუსიის საგანს წარმოადგენდა. სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებული პრობლემები საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე წლებში გაჩნდა.
გიორგი თარგამაძემ ქვეყნის საზღვრებთან დაკავშირებულ ზოგად მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება. დაწვრილებით
ისტორიკოს ჯაბა სამუშიას განმარტებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი 1921 წელს აზერბაიჯანულ მხარეს ნამდვილად მიაკუთვნეს.
ამის შესახებ სამუშიამ "პირWელს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და ის საბჭოთა კავშირის დროიდან აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება. დაწვრილებით