მართლმადიდებლობა

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა დაარსების დღიდან ითხოვს მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებას. ეს მოთხოვნა არაერთგვაროვნადაა გაგებული და პოლიტიკური ოპონენტების უმართებულო ინტერპრეტაციის შედეგად, გაიგივებულია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მოთხოვნასთან.

ოფიციალური რელიგიის სტატუსით სხვადასხვა კონფესია ბევრ ქვეყანაში სარგებლობს. ქრისტიან-დემოკრატები საქართველოში ამის აუცილებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო გარანტიების შექმნის აუცილებლობით ხსნიან, მით უმეტეს, რომ ეკლესიის დამსახურება და უპირატესი როლი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გაფორმებული კონკორდატით.


მხარს უჭერთ თუ არა საქართველოში მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებას?

კი     არა

ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა facebook-ზე