სიახლე

ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გონს მოვიდეს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გონს მოეგოს. ამის შესახებ ვეფხვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. როგორც ქდმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უხერხულია, როდესაც უმრავლესობის წევრები ამგვარი ტონით საუბრობენ იმ ქვეყნის ელჩზე, რომელთანაც საქართველოს პარტნიორობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.  დაწვრილებით
შეხვედრა სოციალურად დაუცველ ეკომიგრანტებთან “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები ნიაზ ზოსიძე, ნაზი ქობულაძე და ვაჟა ვერულიძე თაბუკაშვილის პირველ ნომერში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეხვდნენ. ყოფილი ენერგოკომპანიის შენობაში ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ შესახლებულ 7 ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. აქ შეფარებულ ადამიანებს არა აქვთ სიცოცხლისათვის საჭირო ელემენტარული პირობები. შენობა არ მარაგდება სასმელი წყლით და ელექტროენერგიით, დაზიანებული სახურავიდან წვიმის დროს წყალი პირდაპირ ოთახებში ჩასდით. აჭარის სხვადასხვა მაღალმთიანი რაიონიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები მსგავს პირობებში უკვე 6 წელია ცხოვრობენ.  დაწვრილებით
ქდმ–ს ბათუმის ორგანიზაციამ შვეიცარიის ელჩს უმასპინძლა „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ოფისში შვეიცარიის ელჩს საქართველოში, გიუნტერ ბეხლერს უმასპინძლეს. შეხვედრა საელჩოს ინიციატივით გაიმართა. ბათუმის ორგანიზაციის წევრებთან ერთად შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიც ესწრებოდა. საუბარი წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს შეეხო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ამომრჩეველთა სიების გადამოწმების სარგებლიანობაზე. გიუნტერ ბეხლერის თქმით ახალ კანონთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსი საქართველოს პარლამენტში რიგ შენიშვნებს უახლოეს დღეებში წარადგენს.  დაწვრილებით
ქდმ რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჯანდაცვის პოლისით უზრუნველყოფას ითხოვს "ქრისტიან-დემოკრატები" რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჯანდაცვის პოლისით უზრუნველყოფას ითხოვენ. როგორც დღეს გორში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 წლის გუკა საბიაშვილთან შეხედრის შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, უნარშეზღუდულ ბავშვებს განსაკუთრებული მკურნალობა და ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდებათ, რისი საშუალებაც მათ ოჯახებს არ აქვთ.  დაწვრილებით
გიორგი თარგამაძე: "ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროსტრუქტურებში რაც შეიძლება, მეტი მოკავშირე ჰყავდეს" "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, "ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროსტრუქტურებში რაც შეიძლება, მეტი მოკავშირე ჰყავდეს". ამის შესახებ თარგამაძემ დღეს სტრასბურგში გამგზავრების წინ განაცხადა.  დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატები" სილამაზის სალონებში ყოველ სავარძელზე დიფერენცირებული გადასახადის დაწესებას ითხოვენ "ქრისტიან-დემოკრატები" სილამაზის სალონებში ყოველ სავარძელზე დიფერენცირებული გადასახადის დაწესებას ითხოვენ. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, გლდანში სილამაზის სალონებს ეწვია და სტილისტებს გაესაუბრა.  დაწვრილებით
ზაზა გაბუნია ხელისუფლებას უსინათლოთა პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა გაბუნია ხელისუფლებას უსინათლოთა პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს. როგორც გაბუნიამ საკრებულოში უსინათლოთა კავშირის წევრებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, "უსინათლოებს 2005 წლიდან კომუნალურ და საკომუნიკაციო ხარჯებზე მთელი რიგი შეღავათები მოუხსნეს".  დაწვრილებით
ქდმ–მ მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ ნუგზარ ფუტკარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილებში მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა. 11 მარტს სოფელ პაპოშვილებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად საფრთხის წინაძე დადგა 6 ოჯახი და ის ტერიტორია, სადაც სოფლის სასაფლაო მდებარეობს.  დაწვრილებით
ზაზა გაბუნია თამაზ შოშიაშვილს უპასუხისმგებლო განცხადებაში ადანაშაულებს "ქრისტიან-დემოკრატი" ზაზა გაბუნია საკრებულოს უმრავლესობის წევრს, დეპუტატ თამაზ შოშიაშვილს უპასუხისმგებლო განცხადებაში ადანაშაულებს. "თამაზ შოშიაშვილის განცხადება იყო უპასუხიმსგებლო განცხადების კლასიკური ვარიანტი. მაშინ როცა შოშიაშვილი მე მომიწოდებს საკითხში გარკვევას, რომელიც თავად სიღრმისეულად მაქვს შესწავლილი, თვითონ ისე აკეთებს საპასუხო განცხადებას, რომ ჩემი განცხადების ტექსტიც კი არ წაუკითხავს, სადაც მე საერთოდ არ ვსაუბრობ თბილისის შემთხვევაზე.  დაწვრილებით
ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ლალიაშვილის ბრიფინგი "ქრისტიან–დემოკრატები” უახლოეს მომავალში ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ. "ადმინისტრაციულ კოდექსში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის ნაწილი, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ინსტიტუტი ყველაზე პრობლემური სფეროა ქართულ პრაქტიკაში", – განაცხადა ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსს მიეძღვნა. მისი თქმით, ქრისტიან–დემოკრატებმა ადმინისტრაციული კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მოამზადეს.  დაწვრილებით