რამდენი წელი ჰქონდა ნაცხოვრები ივანიშვილს საქართველოში, ამაზე იმ ადამიანებს უნდა ეზრუნათ, ვინც პარლამენტში მას წარმოადენს. მისი პარტიის წარმოამდგენლებს ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ.ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებისთვ დაწვრილებით
"ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, "ქდმ" კონსტიტუციაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების 10 წლიანი ცენზის დაწევას სამ წლამდე მოითხოვენ.
როგორც თარგამაძემ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალსიტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ისინი კონსულტაციებს ამ კვირაში დაასრულებენ.
დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატების" და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები იმგვარად უნდა შევიდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ბინადრობის პერიოდი გათვალისწინებული იყოს. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, "საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მომავალ არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი მონაწილის ჩართვას უკავშირდება".
ამის შესახებ თარგამაძემ იმ საკონსტიტუციო ცვლილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად უცხოვრია. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ცხოვრების 10-წლიან ცენზთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა გარკვეულ კომპრომისზე წავა. დაწვრილებით
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის პირობები "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" მიუღებელია.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პავლე კუბლაშვილის მიერ გახმოვანებულ პირობებს ნიკა ლალიაშვილმა უპასუხა. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატები" საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი ნორმის ჩადების მიზეზს განმარტავენ. "ფორმულირების იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუკი მას აქ სამი წელია უცხოვრია, ჩვენ გვეკუთვნის და ის განპირობებულია იმ წარმოუდგენელი ბრალდებებით, რომელიც როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან წამოვიდა. დაწვრილებით
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქრისრიან-დემორკატი“ ჯაბა სამუსია მთაწმინდაზე მცხოვრებ დაუშვილების ოჯახს ესტუმრა და მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.მან ოჯახის უფროსს ვეტერან ლუდვიკ დაუშვილთან, ქვეყანაში არსებულ ვეტერანთა პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია მხარში ამოუდგეს ამ ადამიანებს. დაწვრილებით
IRI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის საკრებულოს წევრთა პირველ ხუთეულში ორი ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატი, ინგა გრიგოლია და ზაზა გაბუნია არიან.
IRI-ს მიერ 20 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ თბილისის საკრებულოს ყველაზე რეიტინგულ დეპუტატთა პირველ ხუთეულში ორი “ქრისტიან-დემოკრატია”. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას სტუდენტთა დაზღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დროულ რეალიზებას სთხოვენ.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, "სტუდენტებს მხოლოდ დაპირების მოსმენა აღარ სურთ". დაწვრილებით