ქრისტიან-დემოკრატების ლიდერები ევროკომისიის დელეგაციას შეხვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქდმ-დან აცნობეს, ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და კავკასიის დირექტორატის ხელმძღვანელ გუნარ ვიგანთან და დელეგაციის სხვა წევრებთან მოლაპარაკება გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა, ნიკა ლალიაშვილმა და გიორგი რუხაძემ გამართეს.
საუბრის მთავარი თემები საქართველოს კონფლიქტის ზონებში ევრო-მინიტორების როლი, საჩხერის რაიონში დღეს მომხდარი ინციდენტი და ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები იყო. დაწვრილებით
თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" წევრი ზაზა გაბუნია პარლამენტისგან უნარშეზღუდული მოქალაქეების შესახებ გაერო-ს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირებას მოითხოვს. დაწვრილებით
ოპოზიციური "რვიანის" მიერ ხელისუფლებისთვის წარდგენილ წინადადებებზე პასუხის გაცემის ვადამ შესაძლოა, ივნისის დასაწყისისთვის გადაიწიოს , თუ ხელისუფლება თანახმა იქნება, რომ წამოვიდეს დათმობაზე, - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა რუსთავში "რვიანისა" და მოსახლეობის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართა.
ოპოზიციურ "რვიანში" გაერთიანებული პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ თუ ხელისუფლება არ დათანხმდება "რვიანის" მიერ წარდგენილი წინადადებების შესრულებას, საპროტესტო აქციებს მიმართავენ დაწვრილებით
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" მედიკოსთა შემცირების მოსალოდნელ ახალ ტალღაზე საუბრობენ .
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, ჰოსპიტალურ სექტორში განხორციელებულმა რეფორმამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ სახელმწიფო ფისკალურ ინტერესებს ანიჭებს უპირატესობა. მისი თქმით, ამ პროცესში ექიმისა და პაციენტების ინტერესები გათვალისწინებული არ არის და სწორედ ამის შედეგია, რომ ექიმები სამსახურის გარეშე დარჩნენ. ასევე, ანიკაშვილმა აღნიშნა, რომ სამსახურების გარეშე არიან დარჩენილები ექთნები და სანიტრებიც, ხოლო პაციენტების უდიდესი ნაწილისთვის კი უკვე სამედიცინო მომსახურება ხელმიუწვდომელია. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მართლაც გახდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის დამფინანსებელი, თუმცა ამ პარტიის დასახელება დეპუტატს უჭირს .
როგორც ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასეთი უკვე არსებული თუ მომავალი პოლიტიკური პარტიის დასახელება ამ ეტაპზე მკითხაობა იქნებოდა. დაწვრილებით
აჭარის უმაღლეს საბჭოში ”ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიაზ ზოსიძემ და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ”ქედის” თავმჯდომარემ ელგუჯა ნაკაშიძემ ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის მთავარი თემა სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტების გახშირება გახლდათ. დაწვრილებით
ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება" წვევამდელების ასაკის 20 წლამდე გაზრდას ითხოვს და საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად პარლამენტს შესაბამისის საკანონმდებლო იციატივით მიმართავს.
როგორც "სამართალი და თავისუფლებას" თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დღეს პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატ" ნიკა ლალიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 18 წლის ახალგაზრდა ჯარში გასაწვევად არც ფიზიკურად არის მზად და არც ფსიქოლოგიურად.
დაწვრილებით
ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატები" "ნორჩი დინამოელის" ბაზის გაყიდვას აპროტესტებენ.
"ქრისტიან-დემოკრატების" წაარმომადგენლემა გიორგი პაპელიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა "მუშთაიდის ბაღთან" საპროტესტო აქცია-ბრიფინგი გამართეს.
გიორგი პაპელიშვილის განცხადებით, დაუშვებელია აღნიშნული სტადიონების გაუქმება, რადგანაც მომავალ ფეხბურთელებს საშუალება არ მიეცემათ სრულყოფილად ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ სპორტსმენებად და ქართულმა ფეხბურთმა დაიბრუნოს ძველი დიდება.
დაწვრილებით
''ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ უმადურობაში დაადანაშაულა.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თარგმაძემ ცუდი და მიუღებელი უწოდა ოქროუაშვილის დამოკიდებულებას აშშ-ს ხელისუფლებისადმი. დაწვრილებით
თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. დაწვრილებით