"ქრისტიან-დემოკრატი" ჯაბა სამუშია თბილისის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებს. როგორც დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, "ქრისიტიან-დემოკრატმა" ჯაბა სამუშიამ განაცხადა, თბილისის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებებით, ჯანდაცვის პროექტების დაფინანსება მცირდება 3 800 000 ლარით, ავარიული სახლების გამაგრება-რეკოსტრუქციის პროექტის დაფინანსება, დაახლოებით 4 200 000 ლარით., კეთილმოწყობის ღონისძიებები 850 000 ლარით, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე – 1 300 000 ლარით. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატების" ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. ბაკურიძემ ქობულეთში მოქალაქეებისა და ბანკების ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 271 ოჯახმა ბანკებიდან სესხი აიღო საოჯახო ტიპის სასტუმროების მოსაწყობად.
"2008 წლის ომის შემდეგ ტურისტთა ნაკადი კლებულობდა, გასულ წელს კი, ყველაზე დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. ძალიან ბევრი ოჯახი დადგა იმ ფაქტის წინაშე, რომ უნდა გამოასახლოს ბანკებმა, რადგან ვერ შეძლეს სესხის დაფარვა. დღეს მოსახლეობა გამოვიდა და აქცია გამართა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ვერ მოახერხა ოჯახის გამოსახლება", - აღნიშნა თამაზ ბაკურაძემ. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დასუფთავების გადასახადის მინიმუმ განახევრებას მოითხოვს.
დღეს პარლამენტში ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ NDI-ის კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომლის თანახმად, თბილისელების 72% მთავარ პრობლემად ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების გადასახადის მიბმას ასახელებს. გამოკითხულთა 95% აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ მათი მდგომარეობა გააუარესა.
ვეფხვაძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში განიხილება მათი საჩივარი, რომელიც ელექტროენერგიის დასუფთავების გადასახადთან მიბმის გაუქმებას შეეხება. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ვეფხვაძის აზრით, გადასახადი უნდა განახევრდეს.
ვიცე-სპიკერმა ბოლო დროს, თბილისში, CO-თი მოწამვლის ფაქტების გახშირება დასუფთავებისა და ელექტოენერგიის გადასახადების მიბმას დაუკავშირა. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატები" ავტობუსების კონტროლიორებს მოქალაქეთა პატივის და ღირსების შელახვაში სდებენ ბრალს.აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც თბილისის ავტობუსების კონტროლიორების მხრიდან მოქალაქეების მიმართ პატივის და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. დაწვრილებით
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე და დემოკრატიის ხარისხის გაზრდაზე საუბრით ხელისუფლება თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს.
"როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ყველამ კარგად იცის, რომ დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარება არათუ გაუმჯობესდა, არამედ ბევრად გაურესდა". დაწვრილებით
“ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირთა თანადგომის კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ უსინათლოთა კავშირის პრობლემებზე ბრიფინგი გამართა. “ჩვენ არასამარლიანად მიგვაჩნია ის ფაქტი რომ ისედაც მოუწესრიგებელ ინფრასტრუქურულ გარემოში ინვალიდები და უსინათლოები არ სარგებლობენ მნიშვნელოვანი შეღავათებით.” – განაცხადა თამაზ მჟავანაძემ. მისივე ინფორმაციით მხოლოდ პირველი ჯგუფის, მკვეთრად გამოხატულ უსინათლოებზე ვრცელდება სატრანსპორტო, წყლისა, და სანდასუფთავების გადასახადზე შეღავათი. მეორე ჯგუფის უსინათლოები მსგავსი შეღავათებით არ სარგებლობენ. დაწვრილებით
გაზაფხულზე რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით „ქრისტიანდემოკრატიული მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ ბაკურიძემ ბრიფინგი გამართა. თამაზ ბაკურიძე ფოტომასალის გამოყენებით იმ მდგომარეობის ჩვენებას შეეცადა, რასაც 7 სოფელში პირადად გაეცნო. მისი ინფორმაციით, სოფლებში: კვირიკეში, დაგვაში, აჭყვაში, კოხსა და ჩაქვში სასოფლო გზები დღემდე გაუწმენდავია და გადაადგილება დღესაც ჭირს, რამაც ადგილობრივებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები, გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი დღეს, გორში 10 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გუკა საბიაშვილის ოჯახს ესტუმრნენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებმა ოჯახს გააცნეს იმ შეთანხმების შესახებ, რომელსაც გუშინ პრემიერთან დებატების შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატებმა" მიაღწიეს. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ნიკოლოზ ლალიაშვილი ხელისუფლებას პოლიციის დეპოლიტიზირებას და მისთვის სამოქალაქო ფუნქციის დაბრუნებას სთხოვს .
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამართული დებატებისას ლალიაშვილმა განაცხადა, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნები, საკმარისი დემოკრატიის არარსებობას ასახელებენ. დაწვრილებით
"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე პრემიერ-მინისტრს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს .
პრემიერ-მინისტრის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, გიორგი თარგამაძე დაინტერესდა, თუ რამდენად სწორია საქართველოში წლების განმავლობაში ერთჯერად ვაუჩერებზე 40 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა.
მისი თქმით, ამ თანხით, 5000 ტრაქტორის შეძენა ი დაწვრილებით