სიახლე

ქდმ ბათმის მერიისგან უპოვართათვის თავშესაფრის გამოყოფას მოითხოვს ბათმის საკრებულოს „ქრისტიან დემოკრატი“ წევრი ნაზი ქობულაძე უპოვართათვის უფასო თავშესაფრის არარსებობაზე საუბრობს. მისი განცხადებით იმ კატეგორიის ადამიანებისთვის ვისაც ზამთარში, ყინვისა და სიცივის პერიოდში წასასვლელი არსად აქვთ, სამწუხაროდ ქალაქში არ არსებობს არც ერთი თავშესაფარი. ისეთი ადგილი, სადაც უპოვარი და უსახლკარო ადამიანები შეძლებდნენ ღამის გათევას და სადილის მიღებას. ქალაქში არსებული ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულება, “წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის თავშესაფარი“, შარშან ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა და დაპირების მიუხედავად ალტერნატიული ჯერაც არ გახსნილა.  დაწვრილებით
ლევან ვეფხვაძე პრეზიდენტისგან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ახალ იდეებს არ ელის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე საქართველოს პრეზიდენტისგან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ახალ იდეებს არ ელის. ამის შესახებ ვეფხვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.  დაწვრილებით
ქდმ-ს ლიდერებმა აჭარაში პარტიის წარმომადგენლებისგან ერთი წლის ანგარიში მოისმინეს ”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები ბათუმის ოფისში დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოში, ბათუმსა და ავტონომიური რესპუბლიკის რაიონების საკრებულოებში ქდმ-ს დეპუტატებს შეხვდნენ. პარტიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განხორციელებული სამუშაოებისა და ღონისძიებების შესახებ 2011 წლის ანგარიში წარმოადგინეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, ბათუმის და მთლიანად აჭარის პრობლემების მოგვარებაში საკუთარი წვლილის შეტანა ”ქრისტიან-დემოკრატებისთვის” ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.  დაწვრილებით
გიორგი ახვლედიანი ბათუმში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაცის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეკრებილ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. დევნილები სახელმწიფოსგან იმ ბინებში შესახლებას მოითხოვენ, რომელიც საგანგებოდ დევნილებისთვის ბენზეს დასახლებაში აშენდა. 608 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი 12 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. აღნიშნული ბინებით ძირითადად წყალტუბოსა და ფოთში მცხოვრები დევნილები დააკმაყოფილეს, ადგილობრივებიდან კი საცხოვრებელი ფართით მხოლოდ ორი ოჯახი უზრუნველყვეს, ათეულობით კი კვლავ ბინით დაკმაყოფილების მოლოდინშია.  დაწვრილებით
ბათუმში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ახალი ოფისი გაიხსნა ბათუმში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ახალი ოფისი გაიხსნა . ღონისძიებას პარტიის ლიდერები, პარტიის აჭარის ორგანიზაციის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო სექტორისა და NDI-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფისის ახალი შენობა ყოფილი მმაჩის ბიუროს შენობაში, ვაჟა ფშაველას #35-შია განთავსებული. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე ახალგახსნილ ოფისში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.  დაწვრილებით
გიორგი თარგამაძე საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, საქართველოსა და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ, გიორგი თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  დაწვრილებით
ქდმ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის დავალიანების გასტუმრებას ითხოვს "ქრისტიან-დემოკრატები" სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქციის წევრმა, მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, დავალიანებების დაგროვების მიზეზი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე დაუსრულებელი რეფორმები და პრივატიზაციის პროცესია.  დაწვრილებით
გიორგი ახვლედიანი - ხელისუფლების გადაწყვეტილებებში დასტურდება, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი უსაფუძვლოდ არის გაზრდილი საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანის შეფასებით, თავად ხელისუფლების გადაწყვეტილებებში დასტურდება , რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი უსაფუძვლოდ არის გაზრდილი.  დაწვრილებით
ნიკა ლალიაშვილი: "მაინა კიაის ანგარიშით ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულ დარტყმას მიიღებს" "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის მაინა კიაის ანგარიშით "ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულ დარტყმას მიიღებს".  დაწვრილებით
„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში გაიმარჯვა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ აპარატის უფროსმა დათო ლორთქიფანიძემ მონაწილეობა მიიღო კომპანია “ბილაინის” ახალშექმნილი სპორტკლუბისა და „სპორტი ყველასათვის“ ეროვნული ფედერაციის ინიციატივით გამართულ გათამაშებაში მაგიდს ჩოგბურთში.  დაწვრილებით