სიახლე

გიორგი ახვლედიანი - ხელისუფლების გადაწყვეტილებებში დასტურდება, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი უსაფუძვლოდ არის გაზრდილი

საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანის შეფასებით, თავად ხელისუფლების გადაწყვეტილებებში დასტურდება , რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი უსაფუძვლოდ არის გაზრდილი.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ახვლედიანმა განაცხადა, ისედაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი დევნილები, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდნენ და ფიზიკური განადგურების პირას არიან მისულნი.
მისი თქმით, დევნილებს ხელისუფლებამ გაუუქმა ყელაზე რეალური და ხელშესახები დახმარება – ერთ სულზე 100 კილოვატი ელექტროენერგის შეღავათი, რასაც დევნილები ძირითადად ზამთარში მოიხმარდნენ ხოლმე.
"იმ ახალ ჩასახლებებში, რომლებიც დიდი ზარზეიმით იხსნება და ამაყობთ, ადამიანებს გათბობის ელემენტარული პირობებიც არ აქვთ", – განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ ეს შეიძლება სოციალური აფეთქების მიზეზიც გახდეს.
ამასთან, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საინტერესო მიდგომა გამოიჩინა, როდესაც თქვა, რომ საკომპენსაციოდ 22 ლარის ნაცვლად დახმარებას დევნილებს, 28 ლარს მისცემს.
მისი განცხადებით, 6 ლარი ვერ იქნება 17 ლარის თანაზომიერი კომპენსაცია, რადგან 100 კილოვატი ელექტყროენერგაი დევნილებს არა 6 არამედ, 17 ლარი დაუჯდებათ.
ასევე, ახვლედიანმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება "ქრისტიან-დემოკრატების" ლოზუნგის ნამდვილობა, რადგან ირკვევა რომ სახელმწიფო 100 კილოვატ ელექტროენერგიას თურმე 6 ლარად ყიდულობდა და არა 17 ლარად, რაც მოქალაქეებს უჯდებათ.
"ამიხსენით, რა იყო საკამათო "ქრისტიან-დემოკრატების" სლოგანში?" – განაცხადა ახვლედიანმა.




ქრისტიან-დემოკრატიული-მოძრაობა facebook-ზე