სიახლე

ლევან ვეფხვაძე პრეზიდენტისგან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ახალ იდეებს არ ელის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე საქართველოს პრეზიდენტისგან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ახალ იდეებს არ ელის.

ამის შესახებ ვეფხვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ პრეზიდენტის დასახვედრად, ხვალაც რომ მობრძანდეს. მთავარია დროულად მოვიდეს და ახალი პოლიტიკური სეზონი დროულად დაიწყოს იმიტომ, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში ახალი პოლიტიკური სეზონის დასაწყისია ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ტიპის მიმართვებია. თავისთავად მიგვაჩნია, რომ მოსვლის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია რა იქნება შინაარსი, იმიტომ, რომ თუკი მთავრობას რამე ახალი იდეები აწუხებს, ძალიან საინტერესო იქნება, ეს მოვისმინოთ, თუმცა ეჭვი მეპარება რამე ახალი და ორიგინალური იყოს", - განაცხადა ვეფხვაძემ.  

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ანგარიშით მომავალ კვირას, სავარაუდოდ, 28 თებერვალს წარსდგება.




ქრისტიან-დემოკრატიული-მოძრაობა facebook-ზე