გიორგი თარგამაძის შეფასებით, ტერმინ "ხელისუფლების გადაბარების" გარკვევის პროცესი მომაბეზრებად იქცა
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ტერმინ “ხელისუფლების გადაბარების~ გარკვევის პროცესი მომაბეზრებად იქცა.
“საზოგადოების განწობა წარმომადგენლობით ორგანოებში და პოლიტიკურ თანამდებობებზე არჩევნების მეშვეობით უნდა აისახოს. ვისაც აირჩევს ქართველი ხალხი და ქვეყნის ბედს ანდობს, ის უნდა იყოს ქვეყნის მომავალზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი. თუ საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა არ არის და ნორმალური დემოკრატიის განვითარებას სურს, ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების წესი უნდა გახდეს~, - აცხადებს თარგამაძე და აქვე დასძენს, რომ ~სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუციურად, შვიდობიანად ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი არ აქვს და ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველთვის ექნებათ არგუმენტი იმისა, რომ თითქოს ხელისუფლების გადაბარება მანდატის განახლებას ნიშნავს~.
მისივე თქმით, "თანამედროვე დასავლური დემოკრატიის ისტორიისთვის ცხადია, თუ რა შემთხევაში შეფასდება საქართველო შეუქცევადი დემოკრატიის ჩამოყალიბების გზაზე მდგომ ქვეყნად – თუ ერთი პარტია არჩევნების გზით პოლიტიკურ სფეროზე დომინაციას დაკარგავს და უკეთეს შემთხვევაში, ახალი ჯგუფი აიღებს პასუხისმგებლობს ქვეყნის მართვაზე~.
"ეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გადასაწყვეტია და ეს ჰილარი კლინტონმაც არაერთხელ გაიმეორა. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი ქვეყნის გარეთ წყდება, არადა ასე არ არის”, – აღნიშნა თარგამაძემ.