"ქრისტიან-დემოკრატები" სოციალურად დაუცველთა პროგრამაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ
"ქრისტიან-დემოკრატები" სოციალურად დაუცველთა პროგრამაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.
როგორც "პირWელს" პარტიიდან აცნობეს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი უსახლკარო ლამარა მენთეშაშვილს ესტუმრა, რომელიც წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსს ვერ იღებს.
"სახელმწიფომ სოციალურად დაუცველ ლამარა მენთეშაშვილს არც ფულადი დახმარება აღმოუჩინა, არც ჯანმრთელობის პოლისით უზრუნველყო და არც სოციალური საცხოვრისით. სიღარიბის შეფასების კრიტერიუმები უნდა შეიცვალოს და უმწეოს სტატუსის მინიჭება დამოკიდებული უნდა იყოს მოქალაქის შემოსავალზე და არა უძრავ ქონებაზე", - განაცხადა ანიკაშვილმა.
მისივე თქმით, ადამიანი, რომელსაც სახლი არ აქვს, სახელმწიფო დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებს.
"სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ქალბატონი ლამარას მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სოციალური საცხოვრისით, რადგან ჩვენი სისტმა ისეა მოწყობილი, რომ სწორედ უსახლკაროები რჩებიან სოციალური დაცვის გარეშე", - განაცხადა ანიკაშვილმა.
ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატები" სოციალურად დაუცველ ლამარა მენთეშაშვილს შუამდგომლობას დაპირდნენ და აღნიშნული საკითხი თბილისის საკრებულოშიც განიხილება.