პრესა ჩვენს შესახებ

თათია თოფურიას სიურპრიზი ქმარს
07.12.2010   

მას შემდეგ, რაც თათია თოფურია ტელეეკრანებიდან გაუჩინარდა, ოჯახისთვის გაცილებით მეტი დრო აქვს. მართალია, შვილებს ეკრანზე მყოფი დედა უფრო მოსწონდათ, თუმცა, ახლა ბედნიერები არიან, რომ თათია გვერდით ჰყავთ. თათია ახლა აირზენაში ხარისხის კონტროლის სამსახურშია. უკვე 14 წელია გიორგი თარგამაძის ცოლია. გიორგი და თათია დრემდე ერთმანეთზე შეყვარებულები არიან და ტკბილი ოჯახი აქვთ. 22 ნოემბერს გიორგი თარგამაძე 38 წლის გახდა. მეუღლემ სტოკჰოლმიდან დაბრუნებულ პოლიტიკოს ქმარს სიურპრიზად დაბადების დღე აღუნიშნა. 
    
ციტატა

    თათია თოფურია: ტელევიზია მომენატრა. ჩემთვის ასეთი სამსახური ყოველთვის საინტერესოა. განსხვავებულ რეჟიმში ხარ, დაძაბულ რეჟიმში. ეს მენატრება... ჩემი მეუღლე, გიორგი, ყველაზე მკაცრი უფროსი ჩემს მიმართ იყო. არასდროს არაფერი მეპატიებოდა. ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე წარმატებული ეტაპი იმედში მუშაობის ბოლო წელი იყო, მაგრამ როდესაც გაზრდა დავიწყე, ტელევიზიაში ჩემი კარიერაც დასრულდა. 
    ავტორი: გიორგი თუ გენატრება, როგორც ჟურნალისტი?
    თათია თოფურია: მენატრება. დროებაში მაინც ისეთი გუნდი იყო შეკრული. მენანება, რომ ასეთი გადაცემა აღარ არის. თუმცა გიორგის ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს. საოცრად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანია. როცა რარაცას აკეთებს, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად სრულფასოვნად გაკეთოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ახლაც თავის საქმეს კრგად აკეთებს. 
    ადრე არანორმალურად განვიცდიდი გიორგის მისამართით ნათქვამ ყოველ უსამართლობას. როდესაც იმედიდან წამოივიდ იმდენი ლანძღეს და იმდენი ტალახი ესროლეს უსამართლოდ. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ის აიძულეს წამოსულიყო. გიორგი ძალიან ვენდობი და ზუსტად ვიცი, რაზეა წამსვლელი და რაზე - არა. 
    გიორგი ძალიან თავშეკავებული ადამიანია. სახლში პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ, როგორც კი კარის ზღურბლს გადმოაბიჯებს, იქ მთავრდება პოლიტიკა. 
    ავტორი: პირველად ვნხე ემოიური გიორგი ფილმის აგვისტოს 5 დღის ნახვისას. კინოთეტრიდან თვალცრემლიანი გამოვიდა. 
    თათია თოფურია: მეც მასთან ერთად ვიყავი. ფილმმა ჩემზეც ძალიან იმოქმედა. 
    ავტორი: მამას კოლეგებიდან ვინ მოგწონს?
    მაკინე: ინგა გრიგოლია, გიორგი ახვლედიანი, ლევან ვეფხვაძე, ნიკა ლალიაშვილი და მაგდა ანიკაშვილი. 
   


ფოტომასალა

ქრისტიან-დემოკრატიული-მოძრაობა facebook-ზე