
"ქრისტიან-დემოკრატებმა" წყლის, ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადებზე საერთო პასუხისმგებლობის დაკისრება საკონსტიტუციო სასამრთლოში გაასაჩივრეს .
სარჩელს ხელს აწერენ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე, პარტიის წევრები და ის მოქალაქეები, ვინც ე.წ. გაერთიანებული ქვითრის შემოღებას აპროტესტებენ.
"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, გადასახადებზე საერთო პასუხისმგებლობის დაკისრება ანტიკონსტიტუციურია და სახელმწიფოს მხრიდან მონოპოლიური კორპორაციის შექმნის მცდელობაა.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" სარჩელს, თბილისში მცხოვრები ექიმის, გია ლეკიშვილის ოჯახში მოაწერეს ხელი. ლეკიშვილი ერთ-ერთია იმ მოქალაქეთაგან, ვინც გაერთიანებული ქვითრის შემოღების შესახებ პარლამენტისა და მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.