დაბალი ტარიფები 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატების“ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყო. გაზსა და ბუნებრივ აირზე ფასების დაწევის, მოსახლეობისთვის ლიმიტირებულად წყლის უფასოდ მიწოდების იდეით „ქრისტიან-დემოკრატების“ მერობის კანდიდატი გია ჭანტურია გამოვიდა, რომელმაც ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა პროფესიონალი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული პროგრამით დაასაბუთა.
ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა ტარიფების დაწევის შესახებ მოთხოვნები. ამის მიუხედავად „ქრისტიან-დემოკრატები“ აგრძელებენ ამ მიმართულებით ბრძოლას. კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების დაწევა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება და მოქალაქეთა დასაქმებას შეუწყობს ხელს.
გაზის და ელექტროენერგიის ტარიფი