ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ოპოზიციური პარტიების ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდული მოძრაობები, მათ შორის ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები. პროექტის - „ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის“ პირველი შეხვედრა 15 იანვარს გაიმართა .

პროექტში ჩართული არიან: "ახალგაზრდული ფორუმი", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ქართული დასი", "ჩვენ თვითონ", "ეროვნული საბჭო (თავისუფალი საქართველო)", "სოციალ-დემოკრატიული პარტია", "საქართველოს დემოკრატიული პარტია" და "ქალთა პარტია"

პროექტის მიზანია პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩაერთონ და შემდგომში, სტუდენტ-ახალგაზდრობას გააცნონ ოპოზიციის ხედვა.

„ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.


ქრისტიან-დემოკრატიული-მოძრაობა facebook-ზე