ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია დაარსდა 2010 წლის სექტემბერში. ორგანიზაციის თავმჯდომარეა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი. ორგანიზაციის ძირითადი მიზნები მოიცავს:
გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელის შეწყობას; პარტიის წევრების კომპეტენციის გაღრმავებას გენდერულ საკითხებში; მოსახლეობის ინფორმატულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის პრინციპების კუთხით; საგანმანათლებლო აქტივობას - პროგრამები, თრენინგები, სემინარები, ლექციები, კონფერენციები, უორქშოფები, სოციოლოგიური და ანალიტიკური კვლევები, მონაცემთა ბაზების შექმნა; გენდერული ბალანსის დაცვას მოძრაობის წევრებსა და თანამშრომლებს შორის; ქალთა მოტივაციას გახდნენ აქტიურად ჩართულები მოძრაობისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა სფეროში, პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური კუთხით; ქალთა ჩართულობის და მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში; ქალთა ინტერესების დაცვას შიდაპარტიულ და საზოგადოებრივ დონეზე, მათ ლობირებას პოლიტიკური მიზნების რეალიზაციის კუთხით; ქალთა წინსვლის ხელშეწყობას მმართველობის ყველა დონეზე; ურთიერთობების დამყარებას საერთაშორისო, არასამთავრობო და გენდერული თანასწორობის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებთან მათთან თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ქსელების ჩამოყალიბებას.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქალთა ორგანიზაციამ, 2010 წლის განმავლობაში, ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა პარტიის წევრი ქალბატონებისათვის მნიშვნელოვანი თემების განსახილველად და პრობლემების გადასაჭრელად. შეხვედრებზე მოწვეული სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები მოძრაობის წევრებს მათთვის საინტერესო მნიშვნელოვან ინფორმაციას თუ გამოცდილებას უზიარებენ.
ოქტომბერი – ბატონი რემა ღვამიჩავა, ეროვნული სკრინინგ-ცენტრის დირექტორი, შეხვედრის თემა საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს პრევენცია. “გამარჯვებულ ქალთა კლუბი”-ს წარმომადგენლები ნარგიზა ლებანიძე, ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის” პრეზიდენტი და თინათინ ბერუჩაშვილი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის უფროსი მენეჯერი.

აგრეთვე ჩატარდა სემინარები, სადაც ძირითადად განხილული იყო გენდერული თანასწორობის სხვადასხვა ასპექტები.
სექტემბერი _ “ქალი და საქართველო”, მოწვეული ექსპერტი ქალბატონი ნანა სუმბაძე, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი.

ოქტომბერი _ “გენდერული თანასწორობა და გენდერული პოლიტიკა”, “საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ”; მოწვეული ექსპერტები - ნინო ლაგვილავა, ხატი ჟვანია; გაეროს განვითარების პროგრამა “გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა”

ოქტომბერი _ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სამოქმედო გეგმა “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად”, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა შეუერთდა 2010 წლის გაზაფხულზე. მოწვეული სტუმარი ბატონი ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი.

ნოემბერი _ ბუდაპეშტი, რობერტ შუმანის სახელობის ინსტიტუტის (RSI) კურსდამთავრებულთა შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, ქეთევან ბეჟიტაშვილმა, გენდერულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს წარუდგინა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახლადშექმნილი ქალთა ორგანიზაცია და მისი დაარსების შემდგომ გატარებული ღონისძიებები.

ნოემბერი _ ბუდაპეშტი, რობერტ შუმანის სახელობის ინსტიტუტის (RSI) კურსდამთავრებულთა შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, ქეთევან ბეჟიტაშვილმა, გენდერულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს წარუდგინა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახლადშექმნილი ქალთა ორგანიზაცია და მისი დაარსების შემდგომ გატარებული ღონისძიებები.